შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ FBI განაცხადა, რომ ჰაკერებმა მისი ელექტრონული ფოსტა გატეხეს და უწყების სახელით ათობით ათასი ყალბი წერილი გააგზავნეს, რომლებიც შეიცავდა გაფრთხილებას შესაძლო კიბერთავდასხმების შესახებ.
ბიუროში ამბობენ, რომ ყალბი ელექტრონული წერილები სავარაუდოდ იგზავნებოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ელექტრონული ფოსტის ოფიციალური მისამართიდან, რომელიც ბოლოვდებოდა "ic.fbi.gov".
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ დაზიანებული სისტემები გამორთული იყო, ბიუროში აღნიშნავენ, რომ პრობლემა ჯერ კიდევ გადაჭრილი არ არის.
FBI-ის ცნობით, გატეხილი ელექტრონული ფოსტის სისტემა გამოიყენებოდა მხოლოდ არაკონფიდენციალური ინფორმაციის მიმოცვლისთვის.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან.