ჟურნალმა People-მა ყოველწლიური კონკურსის "ყველაზე სექსუალური მამაკაცის" შედეგები შეაჯამა.
ტიტულის მფლობელი ამჯერად 52 წლის ამერიკელი მსახიობი პოლ რადი აღმოჩნდა, რომელიც მაყურებლისთვის ყველაზე კარგად ცნობილია Marvel-ის ფილმებში Ant-Man-ის (ადამიანი ჭიანჭველა) როლით.
მსახიობი ამბობს, რომ მისთვის ეს ტიტული მოულოდნელია და უჭირს თავის სექსუალურ მამაკაცად აღქმა.
პოლ რადის თქმით, თავის შესახებ არაერთი ეპითეტი სმენია - კეთილი, მეგობრული, შრომისმოყვარე, მაგრამ სექსუალური "რაღაც ახალია".
ჟურნალთან ინტერვიუში რადმა აღნიშნა, რომ თავისი ახალი ტიტულის შესახებ წინასწარ მხოლოდ ცოლს უთხრა: „გაოცებული იყო, მაგრამ ეს ამბავი ძალიან საყვარლად მიიღო. სიცილის შემდეგ მითხრა: „ო, მათ ყველაფერი სწორად გაიგეს“. სავარაუდოდ ტყუილი თქვა, მაგრამ სხვას რას მეტყოდა?“ - თქვა მსახიობმა.