"თავის თავზე არ არის დამოკიდებული და მას არაერთხელ მოუწია მისივე პოზიციის შეცვლა.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ გაკეთებულ განცხადებას
"სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას დიდი გამოცდა ელის, ვინაიდან ის, რა თქმა უნდა, თავის თავზე არ არის დამოკიდებული და მას არაერთხელ მოუწია მისივე პოზიციის შეცვლა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე თუ რა დაკვეთა ექნება მას და როგორი სახის წნეხი იქნება მასზე განხორციელებული, ამიტომ ქალბატონო პრეზიდენტო არასოდეს თქვათ არასოდეს.“ - ლაშა დამენია
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ბრიფინგისას განაცხადა, რომ ციხეში მყოფ, მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტს არც ახლა და არც არასდროს არ შეიწყალებს.