რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდებმა შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
ეს იმ დროს, როცა მოსკოვი გამოთქვამს ხისტ უკმაყოფილებას რეგიონში ორი ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლის გამო.
"აშშ-ის ხომალდი შემოვიდა შავ ზღვაში - შეგვიძლია მას შევხედოთ ბინოკლით ან თავდაცვის სისტემის შესაბამისი სამიზნით", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შავ ზღვაში ნატოს სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის მეექვსე ფლოტის ფლაგმან Mount Whitney-ის შემოსვლასთან დაკავშირებით.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა განაცხადა, რომ მისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს ნოვოროსიისკისა და ანექსირებული ყირიმის ბაზებზე.
1-ელ ნოემბერს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა, რომ Mount Whitney სტამბულში ჩავიდა და მალე შეუერთდება სხვა ხომალდებს შავ ზღვაში.
ამასთან, გამოცემა Politico იუწყება, რომ ორშაბათს თანამგზავრით გადაღებულმა ფოტოსურათებმა დაადასტურეს ცნობები, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს ჯარისა და სამხედრო ტექნიკის განლაგებას უკრაინის საზღვართან.
"ნატო ყურადღებით და რეგულარულად აკვირდება რუსული ხომალდების გადაადგილებას. აუცილებელია გამჭვირვალობა და არასწრო გათვლების თავიდან აცილება", - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.