უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა გადადგომის შესახებ განცხადებით უმაღლეს რადას მიმართა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა
ანდრე ტარანი თავდაცვის მინისტრის პოსტს 2020 წლის 4 მარტიდან იკავებდა.
მანამდე თანამდებობა დატოვა უკრაინის ვიცე-პრემიერმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ალექსეი რეზნიკოვმა.
იუწყებიან, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტი შესაძლოა რეზნიკოვმა დაიკავოს.