19 ნოემბერს საქართველო საქართველო-პოლონეთის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს. როგორც დამსაქმებელთა ასოციაციაში განმარტავენ, აღნიშნული ფორუმის მიზანია ბიზნეს კონტაქტების დამყარება ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის. 
ბიზნეს-ფორუმზე პოლონური მხარე წარმოადგენილი იქნება 8 კომპანიის მიერ, რომელთაც სურთ ქართულ კომპანიებთან კონტაქტების დამყარება. 
საქართველო-პოლონეთის ბიზნეს ფორუმი 19 ნოემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართება.