კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ახალი სახელი გამოაცხადა.
მისი თქმით, კომპანიას "Meta" ერქმევა და ახალი ლოგო ექნება, მხოლოდ ცისფერი "M".
„ამიერიდან ჩვენი სახელი იქნება Meta. ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის აღქმაში სოციალური მედიის კომპანიიდან მეტავერსულ კომპანიად გარდავისახოთ", - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა ონლაინპრეზენტაციის დროს.
კომპანია აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების ერთი ახალი ბრენდის ქვეშ მოქცევას აპირებს. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კორპორატიული სტრუქტურა უცვლელი რჩება.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კომპანია Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს. ახალმა სახელწოდებამ უნდა ასახოს კორპორაციის მისწრაფება, შექმნას ვირტუალური მსოფლიო - ე.წ. მეტასამყარო.