ხვალ "ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი" ეკონომიკის აქტუალური პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე კონფერენციას მართავს. 
კონფერენცია ტარდება პროექტის - „საქართველოს ეკონომიკის პრობლემების კომპლექსური შესწავლა და აქტუალიზაცია საზოგადოებაში" - ფარგლებში. 
პროექტის მიზანია, მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებისა და არსებული პრობლემების კომპლექსური შესწავლა; ეკონომიკურ პროცესებზე სამოქალაქო საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და არსებული პრობლემების აქტუალიზაცია.
კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: მაკროეკონომიკური პოლიტიკა: პრობლემები და პერსპექტივები პოსტრევოლუციურ საქართველოში - პრეზენტატორი ნოდარ ხადური; 
საქართველოს საბიუჯეტო პოლიტიკა: პრობლემები და ტენდენციები - პრეზენტატორი დავით ნარმანია; 
მდგრადი განვითარების პრობლემატიკა და დაძლების გზები - პრეზენტატორი თეიმურაზ მურღულია;
კონფერენცია 16 ნოემბერს 16:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში" გაიმართება.