თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიისა და შვედეთის ელჩები.
"საგარეო საქმეთა მინისტრს დავავალე, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა ათივე ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს", - განაცხადა ერდოღანმა.
ამის მიზეზი გახდა დიპლომატების პოზიცია უფელებადამცველ ოსმან კავალას მიმართ. მათ მიმდინარე კვირას ხელისუფლებას კავალას გათავისუფლებისაკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩები დაიბარა და დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენიის დაცვის აუცილებლობა შეახსენა.
ორი დღის წინ ერდოღანი კავალას მხარდაჭერის გამო ელჩებს ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა.
ოსმან კავალა ცნობილი თურქი უფლებადამცველია, რომელიც პარიზში ცხოვრობს. მას ბრალად ედებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან კავშირი 2013 წელს სტამბოლის გეზის პარკში საპროტეტსო აქციების საქეზე. 2020 წლის თებერვალში თურქეთის სასამართლომ კავალა გაამართლა, მაგრამ სტამბოლის პროკურატურამ იმავე დღეს მის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა.
კავალას ამჯერად 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეობაში დასდეს ბრალი.