დღეს საქსტატს შვედეთის სტატისტიკის 7-კაციანი დელეგაცია ეწვევა. "საქსტატის" ინფორმაციით, მათი ვიზიტის ძირითადი მიზანი საქართველოს სტატსამსახურისა და შვედეთის სტატისტიკას შორის თანამშრომლობის პროექტის დაწყებაა.
შვედი კოლეგები ქართველ სტატისტიკოსებს დაეხმარებიან ინსტიტუციურ განვითარებაში, სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და ისეთი მნიშვნელოვანი კვლევების ხარისხის გაუმჯობესებაში, როგორიცაა ეროვნული ანგარიშები (მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტი) და ფასების სტატისტიკა (ინფლაცია). მხარეები ასევე განიხილავენ თანამშრომლობის პერსპექტივებს სხვა სტატისტიკური გამოკვლევების მიმართულებითაც.
შვედეთის სტატისტიკის სამუშაო ვიზიტი და შემდგომი თანამშრომლობის პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შIDA) მიერ.