15 ნოემბერს, 12:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ცენტრში კომპანია "Gლობალ შტარ" სასტუმრო სახლების სტანდარტებს წარადგენს.
კომპანია " Global Star " სასტუმროებისა და რესტორნების კლასიფიკაციასთან ერთად სასტუმრო სახლების კლასიფიკაციის განხორციელებას იწყებს.
" Global Star "-ის მიერ შემოთავაზებული სასტუმრო სახლების კლასიფიკაცია დაფუძნებულია ევროპულ გამოცდილებაზე. კლასიფიკაციაში ჩამოყალიბებულია 159 მოთხოვნა, რომელიც ეხება როგორც შენობა-ნაგებობებს და ინფრასტრუქტურას, ასევე სასტუმრო სახლების შიდა მოწყობას და სერვისს.
კლასიფიკაცია ითვალისწინებს 1-4-მდე (ვარსკვლავი) კატეგორიას და თითოეული კატეგორიისთვის განსაზღვრულია როგორც სავალდებულო მოთხოვნები, ასევე კრიტერიუმები დამატებითი ქულების მოსაპოვებლად.