დღეს, 1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის ბრიფინგი გაიმართება.
უწყებაში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა სავარაუადოდ, განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთდება.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე საქართველოშია, შემდეგ კი ბათუმიდან ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.