გერმანულმა პოლიციამ დააკავა შტუტგოფის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მდივანი, 96 წლის ირმგარდ ფურხნერი, რომელიც ხუთშაბათს, 30 სქტემბერს არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რის შემდეგაც მის დასაკავებლად ორდერი გაიცა. იუწყება გამოცემა Bild-ი.
ფურხნერი 1943-45 წლებში მუშაობდა ბანაკის კომენდანტის მდივნად. მას ბრალად ედება 11 ათასზე მეტი ადამიანის მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა. საქმე განიხილებოდა არასრუწლოვანთა საქმეთა პალატაში, რადგან დანაშაულების მომენტისთვის ბრალდებული 21 წლის ჯერ არ იყო.
მედიის ცნობით, 30 სექტემბერს, დილით, ქალმა ჰამბურგთან მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარი დატოვა და ტაქსით ნორდერშტედტ-მითეს სადგურში მივიდა, სადაც ის დააკავეს.
ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკი შტუტგოფი 1939 წელს აშენდა პოლონეთის ტერიტორიაზე, გდანსკის მახლობლად. ბანაკში დაიღუპა 65 ათასამდე ტყვე. შტუტგოფის ტუსაღებზე ტარდებოდა სამედიცინო ექსპერიმენტები, ადამიანების სხეულისგან ამზადებდნენ საპონს. ამ დროისათვის საკონცენტრაციო ბანაკის ადგილზე განთავსებულია მუზეუმი.