რუსეთის კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელი ("როსკომნადზორი") ამერიკულ კორპორაცია Google-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღადგინო Russia Today-ის ორი გერმანულენოვარი არხი, რომელმაც Youtube-მა კორონავირუსის დეზინფორმაციის გავრცელების გამო სამუდამოდ დაბლოკა.
როსკომნადზორის განცხადებით, მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებას იტოვებს, აკრძალოს Youtube-ის პლატფორმა რუსეთის ტერიტორიაზე.
რუსეთის მარეგულირებელი Google-ს რუსული მედიის მიმართ ცენზურაში ადანაშაულებს.
Russia Today-ის გერმანულენოვარი არხების დაბლოკვას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, არხების დაბლოკვა საინფორმაციო აგრესიის უპრეცედენტო აქტია და რუსეთის საპასუხო ზომები სიმეტრიული იქნება.
შეგახსენებთ, Youtube-მა კრემლის პროპაგანდისტული მედიაჰოლდინგის Russia Today-ის ორი გერმანულენოვანი არხი სამუდამოდ, აღდგენის შესაძლებლობის გარეშე, დაბლოკა.