შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ნოემბრიდან ქვეყანაში შეუშვებენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. თუმცა, როგორც გამოცემა The Washington Post-ი იუწყება, შეზღუდვები, შესაძლოა, დარჩეს რუსული "სპუტნიკ V"-ით აცრილი პირებისთვის.
ნოემბრიდან შეერთებული შტატები ამსუბუქებს შეზღუდვებს ტურისტების ფართო წრისთვის კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ.
ქვეყანაში შესვლის უფლება, სავარაუდოდ, არ მიეცემათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში დამზადებული ვაქცინა "სპუტნიკ V"-ით იქნებიან აცრილები.
არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ში, რუსეთის ასი ათასობით მოქალაქე შეზღუდვების ქვეშ მოექცეს.
აშშ-ს ახალი გეგმა მოითხოვს, რომ უცხოელების უმეტესობა აცრილი იყოს იმ ვაქცინებით, რომლებასც მარეგულირებელი ორგანოების უმრავლესობა აღიარებს. შედეგად, შტატებში ჩასვლა იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც ვაქცინირებულები არიან Pfizer-ის, Moderna-ს, ასევე ჩინური Sinopharm-სა და Sinovac-ის ვაქცინებით.