საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 26.7%-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 729 672 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 967 441 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.1%-ი. სრულად ვაქცინირებულია 762 231 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.7%-ი.
24 სექტემბერს აიცრა 13 580 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.