უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ნატო დასუსტდება, თუ მის შემადგენლობაში უკრაინა არ იქნება.
"ვხედავთ, როგორ იცვლება მოვლენები - ევროკავშირთან შეერთებული შტატების დამოკიდებულება თავდაცვის პროცესებში, თავდაცვის კონტრაქტებში. ყველაფერი ისე მშვიდად არ არის. მგონია, რომ უკრაინა ახლა ჩიხში არ იმყოფება. მიმაჩნია, რომ უკრაინა ბოლოს და ბოლოს შეძლებს მშვიდად საუბარს, მე ამაზე ვოცნებობდი. ისეთი სახელმწიფოს გარეშე, როგორც უკრაინაა, ალიანსი სუსტი იქნება. და ეს უკვე ცხადია", - განაცხადა ზელენსკიმ ნიუ იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზელენსკი აშშ-ში ვიზიტით ბოლო ერთ თვეში უკვე მეორედ იმყოფება. 1 სექტემბერს ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. 23 სექტმბერს უკრაინის ლიდერი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.