ბერლინი სერიოზულად ეკიდება რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო ყირიმში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ულრიკე დემერმა განაცხადა.
"ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში", - განუცხადა დემერმა ჟურნალისტებს.
მან თქვა, რომ გერმანია ყურადღებით აკვირდებოდა რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს და დარღვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს.
ყირიმში გამართულ რუსეთის დუმის არჩევნებს არ აღიარებს თურქეთიც. თურქეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ანექსირებულ ყირმში ჩატარებული არჩევნებს ანკარისთვის იურიდიული ძალა არ გააჩნია.