საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 25.2%-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.3%-ი.
სრულად ვაქცინირებულია 719 076 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%-ი.
20 სექტემბერს აიცრა 15 096 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.