სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, 2021 წლის 11 ოქტომბერს გამოცხადდება!
თუ გსურთ გახდეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტაჟიორ-გამომძიებელი, მზად შეხვდეთ ზემოაღნიშნულ კონკურსს და ჯერ არ ფლობთ საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ჩააბარეთ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც დღეს გამოცხადდა.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი აუცილებელია, ვინაიდან სტაჟიორ-გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, შესაძლებლობა მოგეცემათ მონაწილეობა მიიღოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევ კონკურსში, გახდეთ წარმატებული კანდიდატი და პროფესიონალ გამომძიებელთა გუნდთან ერთად გაიაროთ ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება.
საკვალიფიკაციო გამოცდაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://www.tcj.gov.ge/ka/news/642/