2011 წელს მთავრობა პრივატიზაციიდან 150 მილიონ ლარამდე შემოსავალს ელოდება.
როგორც დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, პრემიერ მინისტრს "რკინის ქალამნები" აცვია და ყოველმხრივ ცდილობს, რომ საპრივატიზაციო შემოსავალი გაიზარდოს.
ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ბიუჯეტში პრივატიზაციიდან შემოსული თანხების მოცულობა თანდათან იკლებს, რადგან კახა ბაინდურაშვილის თქმით, მსხვილი ობიექტების უმეტესობა უკვე გასხვისებულია და გასაყიდი ძალიან ცოტა დარჩა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმ ობიექტთა ჩამონათვალი, რომელსაც მთავრობა 2011 წელს გაასხვისებს.