საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 917 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 965 პირს, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი.