მწვერვალ უშბაზე მოლდოველი ალპინისტი მამა-შვილი დაიკარგა. ინფორმაციას დაკარგულების ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ირკვევა, რომ ოჯახს მათთან კომუნიკაცია ბოლოს 28 აგვისტოს ჰქონდა.
დაკარგული ტურისტების ძებნის ოპერაციაში სამაშველო ეკიპაჟები უკვე ჩაერთნენ. სამძებრო სამუშაოებს ამინდი ართულებს, რადგან ცუდი ხილვადობის გამო სამაშველო ვერტმფრენის აფრენა ვერ ხერხდება.