ამერიკელი მსახიობი მაიკლ კენეტ უილიამსი ნიუ იორკში საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ამერიკული მედიის ცნობით, 54 წლის მსახიობი სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირებით გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
კარიერის განმავლობაში მაიკლ უილიამსმა არაერთ ფილმსა და ტელესერიალში ითამაშა. განსაკუთრებული პოპულარობა მან HBO-ს სერიალ Wire-ში შესრულებული ომარ ლითლის როლით მოიხვეჭა.