ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, მოზარდი პირველი აგვისტოდან მკურნალობდა, მისი მდგომარეობა შესვლისთანავე მძიმედ შეფასდა და პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, მოზარდს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
შეგახსენებთ, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 867-ს შეადგენს.