შეერთებული შტატების ტრანსპორტის მდივანმა, პიტ ბუტიჯიჯმა და მისმა ქმარმა სოციალურ ქსელში გამოაცხადეს, რომ ვაჟი და გოგონა იშვილეს.
"მოხარულები ვართ მივესალმოთ ჩვენს ოჯახში პენელოპე როუზსა და ჯოზეფ ავგუსტს", - წერს ბუტიჯიჯი სოციალურ ქსელში.
ბუტიჯიჯი პირველი ღიად გეი პოლიტიკოსია ამერიკის ისტორიაში, რომელიც კაბინეტის წევრი გახდა.
Washington Post-ის ინფორმაციით, პიტ ბუტიჯიჯი და მისი ქმარი ჩეისენი, რომლებიც 2018 წელს დაქორწინდნენ, ერთი წლის განმავლობაში ცდილობდნენ ბავშვების აყვანას.
შეგახსენებთ, პიტ ბუტიჯიჯი დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიას პრაიმერამდე გამოეთიშა და კანდიდატურა ჯო ბაიდენის სასარგებლოდ მოხსნა.
მოგვინებით, ჯო ბაიდენმა პიტი ბუტიჯიჯი ტრანსპორტის მდივნად წარადგინა. მისი კანდიდატურა სენატმა დაამტკიცა.
39 წლის პიტ ბუტიჯიჯი ჰარვარდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 2007 წელს დაასრულა სასწავლებელი საუკეთესო შედეგებით ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებებში. ის ასევე მსახურობდა ავღანეთში.
2015 წელს მან ღიად განაცხადა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და 2018 წელს დაქორწინდა სკოლის მასწავლებელზე.