საქართველოში კორონავირუსის 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 697 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 83 პაციენტი.
გუშინ, 3 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 034 შემთხვევა გამოვლინდა, 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 86 კი გარდაიცვალა.