საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელი სამება იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდა იყო. ის თბილისის დროის 14:29 საათზე მოხდა.
ცნობისთვის, ბოლო ორი თვის მანძილზე სოფელი სამება საქართველოში სეისმურად ყველაზე აქტიური წერტილია.