ველოდებით, რომ „სინოფარმის“ ახალი დოზები ქვეყანაში ისევ შემოვა, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი განმარტებით, "სინოფარმის“600 000 დოზიდან, რაც საქართველოში იყო პირველი დოზით 300 000 მოქალაქე აიცრა და ახლა მიმდინარეობს მეორე დოზით აცრა.
„ჩვენ ველოდებით, რომ „სინოფარმის“ ახალი დოზები ქვეყანაში ისევ შემოვა. თუ რომელიმე მოქალაქე ამ ვაქცინას ელოდება, მას მალე შეეძლება მისი გაკეთება, მაგრამ „სინოვაკი“, რომლის პირველი დოზები საქართველოში ახლაც გვაქვს, აბსოლუტურად იდენტურია და თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება, თუკი ვინმეს ურჩევნია ამ ტიპის ვაქცინა“, - განაცხადა გაბუნიამ.