ჩინეთში 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ონლაინ ვიდეოთამაშები ფაქტობრივად აიკრძალა.
პრესისა და პუბლიკაციის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, მოზარდებს ონლაინთამაშებით სარგებლობა მხოლოდ ერთი საათით, პარასკევს, შაბათ-კვირას და არდადაგებზე შეეძლებათ.
უწყების ინფორმაციით, ონლაინთამაშები ნებადართული იქნება მხოლოდ საღამოს 8-დან საღამოს 9 საათამდე.
გარდა ამისა, ეროვნული ადმინისტრაცია გაამკაცრებს ონლაინ სათამაშო კომპანიების შემოწმებას, რათა მათი სერვისით სარგებლობა ვერ შეძლონ აკრძალულ დროს.
მანამდე დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, მოზარდებს თამაშებით სარგებლობა დღეში 90 წუთით, ხოლო დასვენების დღეებში 3 საათით შეეძლოთ.
სახელმწიფოს მიერ შემოღებულ ამ რეგულაციამდე, ჩინური მედია, რომელიც ძირითადად სახელმწიფოს მიერ კონტროლდება, აქტიურად წერდა, თუ რა მავნე გავლენის მოხდენა შეუძლია ონლაინ თამაშებს მოზარდებს.