საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 915 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 545 033-ს.
გასულ დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 488 661.