29 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 145 925 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 771 055 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.0%
სრულად ვაქცინირებულია 374 870 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.1%
28 აგვისტოს აიცრა 20 678 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.