ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 76 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
გასულ დღე-ღამეში, ვირუსით ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 543 118 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 482 732, გარდაიცვალა 7251 პაციენტი.