დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა.
უფრო კონკრეტულად კი, დღეს, თბილისის დროით 01:15 საათზე, სოფელ სამებასთან 3.2(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა, ხოლო თბილისის დროით 01:17 საათზე, ასევე სოფელ სამებასთან 3.1 (ML) მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.