სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუმო თანამდებობიდან გადადგა.
გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შევა 14 დღეში, რის შემდეგაც ძალაუფლება ვიცე-გუბერნატორის ხელში გადავა.
გასულ კვირას, ნიუ იორკის გენერალური პროკურორის ოფისის გამოძიებამ დაადგინა, რომ გუბერნატორი კუომო სექსუალურად ავიწროებდა 11 ქალს, მათ შორის შტატის ადმინისტრაციის თანამშრომლებს. მან უარყო ყველა ბრალდება.