საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 16:34 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.