ქუთაისში კორონავირუსულით ორსული გარდაიცვალა. 28 წლის ორსულის მდგომარეობა მძიმე იყო და ის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
ახალგაზრდა ქალი 28-29 კვირის ორსული იყო. სპეციალისტების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.