მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ახალ შტამს აქვს სხვა ტემპი და სირთულე. აქედან გამომდინარე, ინფექციის გავრცელება ტემპის მეოთხე ტალღას მეორე ტალღისგან განასხვავებს.
„მესამე ტალღა შედარებით ადვილად გავიარეთ, თუმცა მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებშიც დავაკვირდით, თუ რამდენად სწრაფი გავრცელება ჰქონდა დელტა შტამს. ეს არის სწორედ ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ამ რთულ პროცესში ვიმყოფებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.