გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინას ეწვევა. იუწყება უკრაინული მედია.
მედიის ცნობით, კანცლერის ვიზიტი კიევში 22 აგვისტოს გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, ანგელა მერკელი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი თემა დონბასში სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები იქნება.
მისივე თქმით, ლიდერები იმსჯელებენ უსაფრთხოებასა და უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.