2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დღეს მერის ხელფასი 1800-2000 ლარია, რაც მიუღებელია.
"2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას. ეს არის აუცილებელი. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, 2022 წლიდან. ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს, გავაორმაგებთ. წარმოუდგენელია, მერის ხელფასი იყოს 2000 ლარი. ამას აუცილებლად მოვაგვარებთ, ისევე, როგორც სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებს", - თქვა ღარიბაშვილმა.