საქართველოში დღეს დილით 2 მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თავდაპირველად, თბილისის დროით, 07:24 საათზე 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, ხოლო 08:03 საათზე, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრისა.
ორივე შემთხვევაში, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ სამებასთან იყო.