საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
პრემიერმა იმუნიზაცია "ფაიზერის" ვაქცინით ჩაიტარა.
დღეს ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით. იმის მიუხედავად, რომ ვინაიდან კორონა ვირუსი 4 თვის წინ გადავიტანე დიდი რაოდენობით ანტისხეულები მაქვს, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რათა კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი. ჩემი მეუღლე აიცრა "სინოფარმის" ვაქცინით, აცრილები არიან ჩემი მშობლებიც.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, აიცერით. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის ვაქცინაციის პროცესი თბილისის შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრში წარიმართა. ვაქცინაციას ესწრებოდა ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.