ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (EFFIS) თანახმად, საბერძნეთში ბოლო 10 დღის განმავლობაში 56 000 ჰექტარზე მეტი დაიწვა.
საბერძნეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ხელისუფლებამ ხანძრის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, შემდგომ დღეებში ქვეყნის ბევრ რეგიონში ხანძრების რისკი კვლავ მაღალია, მათ შორის ათენსა და კრეტაში.
პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის "უპირველეს ყოვლისა დაიცვას ადამიანის სიცოცხლე".
საბერძნეთში მასშტაბური ტყის ხანძრები 10 დღის წინ გაჩნდა. ტყის ხანძრები მძვინვარებს ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულ ევიაზე, პელოპონესის რაიონებში, მათ შორის არკადიასა და ოლიმპიაში.
შაბათს ხანძარი გაჩნდა ათენის ჩრდილოეთით პარნიტას მთაზე. საერთო ჯამში ქვეყანაში ხანძრის 154 კერაა.
საბერძნეთის ხელისუფლება და ევროკავშირი ხანძრის გამომწვევ მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ.