ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში აგვისტოს ომის ამსახველი გამოფენა გაიხსნა. ინფორმაციას ლატვიაში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე ავრცელებს.
"7 აგვისტოს 13 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. ამ დღიდან რამდენიმე წელიწადში რუსული აგრესიული სცენარი უკრაინაში განმეორდა. ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში აგვისტოს 5- დღიანი ომის ამსახველი გამოფენა გაიხსნა", - წერს თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში.