უმსხვილესმა ამერიკულმა ავიაგადამზიდავმა United Airlines-მა თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. აღნიშნული გადაწყვეტილება დასაქმებულებს ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ბრეტ ჰარტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ კირბიმ გააცნეს.
მათი განცხადებით, ავიაკომპანიის ყველა თანამშრომელი უნდა იყოს აცრილი ვაქცინის ორივე დოზით 25 ოქტომბრამდე.
"ყველაფერი ძალიან ნათელია: უფრო უსაფრთხოდ ვართ, როდესაც ყველა აცრილია", - აღნიშნულია ავიაკომპანიის ხელმძღვანელების წერილში.
ამდენად, United Airlines-ი გახდა მორიგი ამერიკული კორპორაცია, რომელმაც თანამშრომელთათვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. მანამდე იგივე მოთხოვნა დააწესეს Netflix-მა, Disney-მ, Microsoft-მა, Facebook-მა, Google-მა, CNN-მა და Wallmart-მა.
United Airlines-ში 67 000 ადამიანია დასაქმებული. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მათ მფრინავების დაახლოებით 90% და ეკიპაჟის წევრების 80% უკვე აცრილია