შტატ კალიფორნიის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა ტყის ხანძარმა, თითქმის მთლიანად გაანადგურა 150-წლიანი ისტორიის მქონე ქალაქი გრინვილი.
ქალაქი გრინვილი 1850 წელს, კალიფორნიაში ოქროს მოპოვების ციებ-ცხელების დროს დაარსდა.
ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ტყის ხანძრებმა, სახელწოდებით "დიქსი", ქალაქი ორ საათში გაანადგურა.
ქალაქს მძვინვარე ცეცხლი ორი მხრიდან უტევდა. მეხანძრეები დაუღალავად მუშაობდნენ, რათა ხანძრის გავრცელება აღეკვეთათ, რომელიც ქალაქის ცენტრისკენ მიიწევდა. ხუთშაბათს ღამით, 5 აგვისტოს, ცეცხლმა მოიცვა გრინვილის ხის შენობები, რომლებიც მის ისტორიულ ნაწილში მდებარეობდა. დაიწვა ისტორიული ბარი, სასტუმრო, ქალაქის ერთ -ერთი ბენზინგასამართი სადგური და ათეულობით საცხოვრებელი სახლი.
"წუხელ გრინვილი დავკარგეთ. სიტყვები არ მყოფნის ამ მწუხარების გამოსახატად", - განაცხადა კონგრესმენმა დაგ ლამალფამ, რომელიც რეგიონს წარმოადგენს შტატების წარმომადგენელთა პალატაში.
2010 წლის აღწერის მონაცემებით, გრინვილში ცხოვრობდა 1,129 ადამიანი. დიქსის ხანძარი გავრცელდა 112.5 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე.