კოვიდ სასტუმროებში ინფიცირებულთა მისაღებად საკმარისი რაოდენობის ადგილია, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად.
„რაც შეეხება სასტუმროებს, აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, კერძოდ, ტურიზმის ადმინისტრაციასთან და მათი მხრიდან ხდება მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში სასტუმრო ოთახების მობილიზება. ამ ეტაპისთვის ჩვენ ჯერ გაგვაჩნია საკმარისი ოთახები სასტუმროებში, თუმცა, მათი მხრიდან დამატებითი სამუშაოები დავალების სახით კიდევ სრულდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.