უკვე ვიცით, რომ ყველა ფონდში არის მუზეუმიდან გატანილი არაერთი ექსპონატი და ამის სახელობით სიას დავდებთ ჩვენ სექტემბრის ბოლოს და მანამდე გასაგებია, რომ წინასწარ ვიღაცებს ყვირილი მოუნდებათ, აცხადებს კულტურის მინისტრი. თეა წულუკიანის განმარტებით, მას უჩნდება განცდა, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც ძალიან ბევრს ყვირიან, აქვთ გარკვეული შიშები, რადგან ინვენტარიზაცია არ არის მარტივი პროცესი.
„გუშინ ჩვენ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები, ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი ამ ადამიანებმა ვერ მოგვაწოდეს და სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნისთვის ნებისმიერი საჭირბოროტო თემის პოლიტიზირებას არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობეს. თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია, მათ დავეხმაროთ და ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, რადგან ჯაჭვის შექმნა ვერ გახდა მათთვის სამწუხაროდ შესაძლებელი. რაც შეეხება საქმეს, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ქუჩაში, ეს არ იყო საქმე. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ჩვენი ურყევი პოზიცია, სამინისტროსა და მთავრობის ურყევი პოზიცია, იყო ყოველთვის ასე რომ ამირანაშვილის მუზეუმი, რომელიც ბოლო15-20 წლის განმავლობაშ გამოიშიგნა და სექტემბრის თვეში გაჩვენებთ ამ ინვენტარიზაციის შედეგებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
მე ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც ძალიან ბევრს ყვირიან, აქვთ გარკვეული შიშები, რადგან ინვენტარიზაცია არ არის მარტივი პროცესი. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ამ შედეგებს დაგიდებთ თქვენ საზოგადოებას. სწორედ ეს არის ჩვენი გამჭვირვალობა და გამჭვირვალობის მაგალითი. მუზეუმი, რომელიც დახურული იყო ათეულობით წლები, ათეული წლები თუ არა ყოველ შემთხვევაში ბატონი დავით ლორთქიფანიძის მმართველობის პირობებში შალვა ამირანაშვილის მუზეუმი იყო გამოწვევა, ახლაც არის და ჩვენ ვმუშაობთ ამ გამოწვევის დასაძლევად. ამ პერიოდის განმავლობაში მუზეუმი იყო მუდმივად დახურული, დღეს ის ღიაა, გამჭვირვალეა და ინვენტარიზაციის პროცესი ყველა ფონდში მიმდინარეობს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყველა ფონდში არის მუზეუმიდან გატანილი არაერთი ექსპონატი და ამის სახელობით სიას დავდებთ ჩვენ სექტემბრის ბოლოს და მანამდე გასაგებია, რომ წინასწარ ვიღაცებს ყვირილი მოუნდებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.