90 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მხატვარი დიმიტრი ერისთავი გარდაიცვალა.
დიმიტრი ერისთავი იყო საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
დიმიტრი ერისთავი მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და პერსონალური გამოფენის ავტორია, როგორც სამშობლოში, ასევე უცხოეთში. ასევე 1956 წლიდან, ასამდე წიგნის და მრავალი ჟურნალის ილუსტრატორია.
ავტორია კინოაფიშებისა: „სხვისი შვილები“, „ქორწილი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „გიორგობისთვე“, „ყვარყვარე“, „ცისფერი მთები“, „ექსპრეს-ინფორმაცია“.