საქართველოს პერმიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ქართველი სპორტსმენის გამარჯვება სოციალურ ქსელში აღნიშნა.
„გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით! მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი!
ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!“ – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე „ფეისბუქში“.